მამაკაცს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა, სასამართლომ 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

მამაკაცს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე სილა გააწნა, სასამართლომ 4 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, 28 წლის დამიან ტარელს თავდაპირველად 18 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, როგორც პროკურატურა ითხოვდა, თუმცა აქედან 14 თვე შეუჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2 წლის განმავლობაში იმუშავებს ან ისწავლის, ივლის ფსიქოლოგთან და არ ჩაიდენს ახალ კანონდარღვევას, ციხეში დაბრუნება არ ემუქრება.

ამასთან მას 5 წლის განმავლობაში ეკრძალება იარაღის ფლობა და სამი წლის განმავლობაში ვერ დაიკავებს თანამდებობას სახელმწიფო სამსახურში.

ინციდენტი 8 ივნისს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, დრომის რეგიონში რესტორნის მფლობელებსა და სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა და მათ კოვიდ 19-ისგან გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრებოდა. მაკრონმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, მამაკაცმა კი დაიყვირა: „ძირს მაკრონი“ და პრეზიდენტს სილა გააწნა. მაკრონმა ინციდენტს სულელური უწოდა, სხვებს მოუწოდა მომხდარისთვის ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ და გადაწყვიტა სასამართლოში ოფიციალური საჩივარი არ შეეტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა