სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ პოზიციებს გეღარქუნიქის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს.

სომხეთი აცხადებს, რომ მათ მხარეს არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანელები სომხური პოზიციებისკენ 30 წუთის განმავლობაში ისროდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა