მარიან კელი - სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში

საქართველო როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. როგორც კულტურულად, ასევე ისტორიულად საქართველოს აქვს ევროპული ღირებულებები, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიან კელისთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრისას განაცხადა.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ, მარიან კელის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. კოლეგას, ნიკოლოზ სამხარაძემ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციური გეგმა გააცნო.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში", - აღნიშნა მარიან კელიმ.

მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის, საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა