ვლადიმერ ზელენსკი - იმედია, ნატო-ს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავების ნაბიჯები განიხილება.

ამის შესახებ მან ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ინფორმაცია მივაწოდე იენს სტოლტენბერგს რუსეთიდან მომდინარე მნიშვნელოვან საფრთხეებზე. იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. ხაზი გაესვა უკრაინისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურების მნიშვნელობას და 2008 წელს უკრაინისთვის MAP-ის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობას“, - აცხადებს ზელენსკი.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც.

„საუბარი მქონდა ჩვენი ღირებული პარტნიორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი, რეგიონში არსებული სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით და რუსეთის მხრიდან მიუღებელი სამხედრო მობილიზება. მე გამოვხატე ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მათი რეფორმების პროცესის მიმართ“, - წერს სტოლტენბერგი.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 14 ივნისსაა დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა