ბორის ჯონსონი ჯო ბაიდენთან თანამშრომლობაზე - ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მან ბაიდენთან თანამშრომლობა „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას“ შეადარა.

„ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაა. ეს არის ახალი და საინტერესო და ჩვენ ძალიან გულმოდგინეთ ვმუშაობთ ერთად. ჩვენი შეხვედრა 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ეს იყო გრძელი, გრძელი, კარგი შეხვედრა. ჩვენ საკითხების ფართო სპექტრი მიმოვიხილეთ“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს დიდ ბრიტანეთთან ბევრ საკითხში სურს თანამშრომლობა, მათ შორისაა უსაფრთხოების, ნატოს და კლიმატის ცვლილებების საკითხები. ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს შეხვედრაზე ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი არ წამოუჭრია. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კორნუოლში მდებარე საზღვაო კურორტზე შედგა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი ევროპას პრეზიდენტის რანგში პირველი საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. 8 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, ნატოს სამიტს დაესწრება და ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაც გაიმართება.

პირისპირ შეხვედრამდე, ლიდერებმა მეუღლეებთან ერთად არაფორმალურ ვითარებაში სანაპიროზე გაისეირნეს. ხედით აღფრთოვანებულმა ბაიდენმა იხუმრა: „საოცარია - სახლში წასვლა არ მინდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა