ნიკა სიმონიშვილი “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში - სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს.

სიმონიშვილის შეფასებით, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში.

"ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს.

ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე.

ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში", - წერს სიმონიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა. სამივე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გაჩერდა. კანონის პროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კერძოდ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა