ბრიტანეთის სასტუმრო, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილე დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კოვიდ 19-ის შემთხვევების გამო დახურეს

ბრიტანეთის ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩასულ გერმანიის დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით დახურეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19 სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

სასტუმროს სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის დელეგაციის უსაფრთხოების თანამშრომლები და ამერიკელი ჟურნალისტები.

ადმინისტრაციის განაცხადებით, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა ეყოლებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა