ბორის ჯონსონი - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, სავარაუდოდ, მსოფლიოსთვის ვაქცინების 1 მილიარდი დოზის გაზიარების ვალდებულებას აიღებენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ პარასკევს “დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მსოფლიოსთვის კორონავირუსის ვაქცინების 1 მილიარდი დოზის გაზიარებაზე შეთანხმდებიან.

„„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, სავარაუდოდ, მსოფლიოსთვის ვაქცინების 1 მილიარდი დოზის გაზიარების ვალდებულებას აიღებენ,“- განაცხადა ჯონსონმა.

მისი განმარტებით, აქედან 500 მილიონ დოზას შეერთებული შტატები, 100 მილიონს კი - გაერთიანებული სამეფო გაიღებს.

მანამდე ჯონსონმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდა, აიღონ ვალდებულება იმაზე, რომ ვაქცინაცია 2022 წლის ბოლომდე მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ოყოს.

Reuters-ი წერს, რომ ზოგიერთმა კამპანიის ჯგუფმა გეგმას “ზღვაში წვეთი“ უწოდა, ორგანიზაცია „ოქსფამის“ შეფასებით, „კოვაქსის“ პროგრამაზე, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, თითქმის 4 მილიარდი ადამიანი იქნება დამოკიდებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს