Washington Post - რუსეთი ირანისთვის თანამედროვე ხელოვნური თანამგზავრის მიწოდებას გეგმავს

რუსეთი ირანისთვის თანამედროვე ხელოვნური თანამგზავრის მიწოდებისთვის ემზადება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს მთელს ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Washington Post-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გეგმის თანახმად, რუსული წარმოების თანამგზავრის, Kanopus-V-ის გაგზავნა, რომელიც აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერით, შესაძლოა რუსეთიდან უახლოეს თვეებში განხორციელდეს.

Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თანამგზავრი სხვადასხვა ობიექტის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა, როგორიცაა სპარსეთის ყურის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ისრაელის სამხედრო ბაზები ან ერაყის ყაზარმები, სადაც აშშ-ის ჯარია განთავსებული.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ Kanopus-V სამოქალაქო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ლიდერები 2018 წლიდან რამდენჯერმე ჩავიდნენ რუსეთში იმისთვის, რომ შეთანხმების მიღწევისთვის ხელი შეეწყოთ.

ამასთან, რუსი ექსპერტები გაზაფხულზე ირანში გაემგზავრნენ, რათა გადაემზადებინათ ეკიპაჟი, რომელმაც თეირანის დასავლეთით მდებარე ახლად აშენებული ობიექტიდან თანამგზავრის ოპერირება უნდა განახორციელოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს