მეთ ჰენკოკი - გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 91% „ინდურ ვარიანტზე" მოდის

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 90 პროცენტზე მეტს „დელტა“ ვარიანტი, ე.წ. „ინდური ვარიანტი“ შეადგენს.

„დელტა ვარიანტი ახალი შემთხვევების 91 %-ს შეადგენს,“- აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში საუბრისას.

ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირას გამოაცხადებს, მოიხსნება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულად დაგეგმილისამებრ, 21 ივნისიდან. მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვების მოხსნა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება კავშირი ინფიცირების შემთხვევებსა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს შორის. ჰენკოკის თქმით, მთავრობა „ქორივით“ აკვირდება "ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს".

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 7 540 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 27 თებერვლის შემდეგ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს