რუსეთის პრემიერმა აშშ-სთან გაფორმებული „ღია ხმელეთის“ მემორანდუმის შეწყვეტასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთსა და აშშ-ს შორის "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუს და ამერიკელ დიპლომატებს ერთმანეთის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონში ნებართვის გარეშე მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდის.

მიმდინარე წლის 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი, სანქციების საპასუხოდ, აშშ-სთან გაფორმებულ "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმს გააუქმებდა.

ცნობისათვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმი ვაშინგტონში 1992 წლის ივნისში გაფორმდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ