ფილიპ რიკერი - აშშ ხელს უწყობს რეგიონის ხალხის სურვილს, ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი

აშშ-სთვის მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობა, სადაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი ტრადიცია გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ხელს უწყობს რეგიონის ხალხის სურვილს, ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი.

„ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, ეკონომიკას, რეგიონის ხალხის სურვილს, რომ ჰქონდეთ მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო წარმატებული მომავალი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისა და გენერალური მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით დავბრუნდი რეგიონში და მაქვს შესაძლებლობა, განვიხილო ჩვენი როლი და პარტნიორობა. ის, რაშიც ჩვენ ვეხმარებით, არის უფრო სტაბილური მომავლი, კონფლიქტების გადაჭრა და მეტი წარმატების შესაძლებლობების გამონახვა,“- აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

შეგახსენებთ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი რეგიონული ვიზიტით ჯერ საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა.

დღეს ფილიპ რიკერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. დღესვე ფილიპ რიკერი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა