ფილიპ რიკერი - ილია მეორესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან როლზე, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ასრულებს ქართულ საზოგადოებაში

დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. მის უწმინდესობას სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის სალამი გადავეცი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

„ვისაუბრეთ, თუ რის გაკეთებას ვცდილობთ სხვადასხვა ძეგლისა და ღირსშესანიშნაობის დასაცავად. ასევე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან როლზე, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ასრულებს ქართულ საზოგადოებაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხისა და საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის სალამი, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ტრადიციებსა და ძეგლებს,“- აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

მან აშშ-ის მხარდაჭერით ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დაცვა და მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის მხარდაჭერას, ვინაიდან ეს ადგილი საინტერესოა არა მხოლოდ ამერიკელი, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვისაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო