ანგელა მერკელი - რაც გვაშფოთებს არის კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ძალიან ფართოდ ვრცელდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში აღდგომის შემდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა კვლავ საჭიროა, რადგან „ვირუსი არ გამქრალა“.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო თვეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მაგრამ უყურადღებობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ვირუსი არ გამქრალა“, - აღნიშნა კანცლერმა.

მისი თქმით, რისკები კვლავ არსებობს დელტა, ე.წ. ინდური ვარიანტის გამო, რომელიც ბრიტანეთში ფართოდაა გავრცელებული.

„რაც გვაშფოთებს არის ეგრეთ წოდებული დელტა ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ძალიან ფართოდ ვრცელდება,“- აღნიშნა კანცლერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა