პაკისტანში მუსლიმი მომლოცველების ავტობუსი თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 20 ადამიანი

პაკისტანში მუსლიმი მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, დაიღუპა 20 და მძიმედ დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 10 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

შემთხვევა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციის ხუზდარის რაიონში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულები და დაშავებულები სინდის პროვინციაში მცხოვრები მუსლიმი პილიგრიმები არიან, რომლებიც ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ და პროვინციაში ბრუნდებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა