საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს. საუბარია მარტის თვეში ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას და ასევე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის 4-დეპუტატის განსაზღვრას ითვალისწინებს. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულ ოცნებასა“ და “მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, თუმცა მასთან დაკავშირებით საყოველთაო-საჯარო განხილვებიც არ გამართულა.

როგორც “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი წარედგინება, რომელშიც შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები იქნება ასახული, არსებული პროექტი კი გაწვეული იქნება.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვარიანტი შემოვა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული. იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“