რუსეთში კორონავირუსის 12 505 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 22 თებერვლის შემდეგ  ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 12 505 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 180 454-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 22 თებერვლის შემდეგ.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 396 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 125 674-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.78 მილიონი ადამიანი განიკურნა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა