მედია - პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც ევროპარლამენტში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ევროპარლამენტში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იანუშ ნ. რუსეთის სასარგებლო საქმიანობას ახორციელებდა.

”მას იმ ადამიანებისგან, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობენ, დავალებული ჰქონდა პოლონელ და უცხოელ პოლიტიკოსებთან დაახლოება, მათ შორის ევროპარლამენტარებთან“, - განაცხადა პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პრესსპიკერმა სტანისლავ ზარინმა.

მისი თქმით, ეჭვმიტანილის ქმედებები შესაბამისობაში იყო რუსეთის საინფორმაციო ომის ქმედებებთან, რომლის მიზანი ევროკავშირსა და საერთაშორისო არენაზე პოლონეთის პოზიციის დასუსტებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 31 მაისს დააკავეს და მისი სახლიდან დაახლეობით 67 000 ევრო და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ეჭვმიტანილს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს