მაია ბითაძე - რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ჩადგამს

რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ვეღარ ჩადგამს, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააკეთა, რომელმაც პარლამენტს სამშენებლო ამნისტიის პროექტი წარუდგინა.

ბითაძემ ისიც განაცხადა, რომ დეველოპერი რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა შემოწირულობაც არ უნდა გააკეთოს, სამშენებლო წესების დარღვევაზე ყველა დაჯარიმდება.

“სამშენებლო კანონმდებლობაში ყველა ცვლილებება მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ ნორმები გაუმჯობესდეს იმ კუთხით, რასაც თანამედროვე სტანდარტები ჰქვია. ის დრო გავიდა, როცა მშენებლობა სტადიონებზე მიდიოდა. “ტვ პირველის“ ოფისის წინ სტადიონი იყო - დღეს კორპუსია. იპოდრომზე მრავალსართულია კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. კორტები მერიამ გამოისყიდა, რაც ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა, ისევე როგორ “ოტიუმის“ წინ მიმდებარე ტერიტორია. მთლიანად გაყიდული იყო დიღმის ტყე-პარკი და გამოსყიდვა იმის, რაც ასე ქაოტურად გაიყიდა, სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება“, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე მაია ბითაძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით სამშენებლო ამნისტიის პროექტი განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა