გიტანას ნაუსედა - ლიეტუვას ოფიციალური პოზიცია არის, პოლიტიკურ პარტიებს შორის  დიალოგის ხელშეწყობა

ჩვენ გვყავს პარლამენტის 141 წევრი, მათ ძალიან განსხვავებული პოზიციები აქვთ, მაგრამ ლიეტუვას ოფიციალური პოზიცია არის, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, - ამის შესახებ ლიუტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე.

„მე მქონდა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბრის უნიკალური შესაძლებლობა და ჩემი მათდამი კითხვა იყო: შეგიძლიათ იპოვოთ საერთო მნიშვნელები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და ქართველი ხალხისთვის? დიახ, მიპასუხეს მათ და ეს მთავარი მნიშვნელები არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ მხრივ არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაახლოოთ პოლიტიკური პარტიები, რომ გამოვნახოთ საჭირო პოლიტიკური ენერგია იმისთვის, რომ წარმატების მიღწევა მოხერხდეს. გარკვეული გაუგებრობა ყოველთვის იქნება, მაგრამ ისინი უნდა გამოვყოთ იმ საკითხებისგან, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა