კონდოლიზა რაისი - ნატო-მ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს

საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ამისთვის მათ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ, - Европейская Правда-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლისა რაისმა კიევის ფორუმის დროს განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა.

„მათთვის, ვინც ბუქარესტის სამიტში მონაწილეობდა, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

შეგახსენებთ, 2008 წელს, როდესაც ნატო-ს ბუქარესტის სამიტი ჩატარდა, კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე იკავებდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს