ირაკლი ნადარეიშვილი - პრიორიტეტულია ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას და კონკურენტუნარიანობას გლობალური მასშტაბით

იტალიურ მხარესთან ერთად, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სტარტაპერებისთვის იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტაჟირების გავლას, რაც არის კიდევ ერთი ხელშემწყობი კომპონენტი იმისთვის, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი გლობალური მასშტაბით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა - ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ისინი იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

„ყოველწლიური ღონისძიება Italian Innovation and Research Day საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.

პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა