აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჩინეთს მოუწოდა გამჭვირვალობა გამოავლინოს კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა "გამჭვირვალობა" გამოავლინოს კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენსა და მის ჩინელ კოლეგას - კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრსა და საერთაშორისო საქმეებში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის ხელმძღვანელს იან ცზეჩის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით გლობალური საკითხები მიმოიხილეს.

„COVID-19-ის პანდემიაზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეორე ფაზის ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩინეთში კვლევების ჩატარების საჭიროებას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის წამყვანმა დიპლომატმა იან ცზეჩიმ სერიოზული შეშფოთება გამოხატა ბლინკენთან საუბრისას, რომ აშშ-ში ზოგიერთი ადამიანი „აბსურდულ ისტორიას“ ავრცელებს თითქოს კორონავირუსმა ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.

„ჩვენ აშშ-ს მოვუწოდებთ, პატივი სცეს ფაქტებსა და მეცნიერებას, თავი შეიკავოს საკითხის პოლიტიზირებისგან და ორიენტირდეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა იან ცზეჩიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო