შარლ მიშელი - რუსეთის არ გვეშინია

ევროპის კავშირი ისურვებდა, რომ რუსეთის ქმედებები იყოს გაცილებით პროგნოზირებადი და სტაბილური. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელგიურ არხთან საუბარში განაცხადა.

„ამ საკითხზე ერთობა არსებობს. ეს აშკარა იყო ორი კვირისწინანდელ დებატებზე [ევროკავშირის სამიტზე]. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და ვამჟღავნებთ გამბედაობას. მე შევძელი ეს მშვიდად, გაბედულად მეთქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ერთი კვირის წინ“ , - განაცხადა მიშელმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ამერიკისა და ევროპის ტრანსატლანტიკური ერთიანობა მოსკოვთან მიმართებით დაეხმარება მათ საერთო ინტერესებისა და ფასეულობების დაცვაში.

„ჩვენ გავმართავთ გაღრმავებულ დისკუსიას ჩვენ პარტნიორებთან აშშ-ში. ჩვენ გვექნება ერთობლივი სამიტი ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ვლადიმერ პუტინთან მის შეხვედრამდე. ეს ახდენს ჩვენი კოორდინაციის დემონსტრირებას. რაც მეტი იქნება ტრანსატლანტიკური ერთობა, მით მეტი იქნება გავლენა ჩვენი ინტერესების, ფასეულობების დასაცავად, და იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ რუსეთის ქცევაზე, რომლის ნახვაც ჩვენ გვინდა გაცილებით პროგნოზირებადის და სტაბილურის“ , - განაცხადა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა