რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, იტყვით, ლარი მყარდებაო, მეორე დღეს დასუსტებას იწყებს

ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

გოცირიძის თქმით, ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა და ის ეროვნულ ბანკს ხელით უჭირავს.

„ვალის აღება კი არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია.

რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ.

ლარი არის მართვით სუნთქვაზე, რის თავისუფალი ცურვა და რა თავისუფალი ყვინთვა? 900 მილიონს რომ გაყიდი და 3 მილიარდს რომ ამოიღებ და ლარი ხელით რომ გიჭირავს ეროვნულ ბანკს. ლარი ხელით უჭირავთ და ამ დროს, ესენი მიდიან და ნასესხებ ფულს, რომელიც ნაშთებში უნდა იყოს და უყურებდეს, რომ ლარი არსად გაექცეთ, მევახშეობას ეწევიან, კომერიცული ბანკების დეპოზიტებზე უდევთ, აპროცენტებენ. მოკლედ, თქვენმა იაფი ფულის პოლიტიკის შეწყვეტამ გაამყარა ლარი, მაგრამ ლარი ისევ გაუფასურდება, თუ იგივე გაგრძელეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერასდროს აანაზღაურებს იმ ზიანს, რაც ქვეყანას არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამო მიაყენა.

„ცუდი მთავრობა ხართ, ცუდად მუშაობთ, 10-წლიანი გეგმის გაკეთება გინდათ, როცა 10-დღიანი ვერ გაგიკეთებიათ“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!