პენტაგონი უკრაინას 150 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

პენტაგონის განცხადებით უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 150 მილიონის ღირებულების ახალ პაკეტს გამოუყოფენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დახმარება მოიცავს კონტრსაარტილერიო რადარს, ელექტრონულ საბრძოლო მოწყობილობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს.

დახმარების ამ ახალი პაკეტის გარდა პენტაგონმა მარტში დაანონსა, რომ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების Mark VI ტიპის საპატრულო კატარღებს მიაწვდიდა.

პენტაგონის განმარტებით, აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს გააძლიეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა, კონტროლი და სიტუაციური ინფორმირებულობა.

ცნობისათვის, აშშ-სა უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს