პალესტინელებსა და ისრაელის ჯარისკაცებს შორის მომხდარ შეტაკებას ახალგაზრდა პალესტინელი ემსხვერპლა

დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი შეტაკებისას ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელ მოზარდს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

თვითმხილველების თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება ქალაქ ნაბლუსთან ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს იყო „ასობით პალესტინელის მიერ მოწყობილი ძალადობრივი ბუნტი".

„ამბოხებულებმა დაწვეს საბურავები, ისროლეს ქვები და ისრაელის ჯარისკაცებს პიროტექნიკა დაუშინეს. ჯარისკაცებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს და ამბოხებულებს ცეცხლი გაუხსნეს,“- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად 15 წლის პალესტინელი დაიჭრა, რომელიც, მიღებული ჭრილობისგან მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა