ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ

პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებაში. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება, ვინაიდან ყოველდღე მათ მიმართ წამება და სადიზმი ხორციელდება. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი დღე, ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს“, - აცხადებენ რომან პროტასევიჩის მშობლები.

შეგახსენებთ, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს დააკავა. Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ათენი- ვილნიუსის რეისს ასრულებდა და რომელშიც წყვილი იმყოფებოდა, მინკსში იძულებით დასვეს. ბელარუსის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან პროტესტი და სანქციები მოჰყვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს