ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ უმრავლესობის მხრიდან მიღებული დადგენილება, რომლითაც უარი მითხრა მანდატის გაუქმებაზე, იყო არაკონსტიტუციური

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ მისი და ელენე ხოშტარიას მოძრაობა ,,დროას” სარჩელის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უმრავლესობის მხრიდან მიღებული დადგენილება, რომლითაც მანდატის გაუქმებაზე უარი უთხრეს, არაკონსტიტუციური იყო.

მისივე თქმით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მანდატი გაუუქმდება და „პარლამენტიდან გამოვა“.

„გუშინ საღამოს დასრულდა ჩვენი სარჩელის განხილვა და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩემს სარჩელს და იტყვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მიღებული დადგენილება, რომლითაც უარი მითხრა მანდატის გაუქმებაზე, იყო არაკონსტიტუციური. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან მიმართებაში, ვისაც მანდატების გაუქმებაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი და უარი უთხრეს, ეს გადაწყვეტილება იქნება არაკონსტიტუციური. როგორც კონსტიტუციონალისტები მეუბნებიან, ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება სხვის მანდატებზე გავლენა, რადგან ინდივიდუალური აქტი მაქვს გასაჩივრებული, მაგრამ პოლიტიკურად გასაგებია, რომ ყველასთვის უარის თქმა იყო არაკონსტიტუციური, შესაბამისად არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემიის მქონე პარლამენტს კიდეც უფრო მეტი პრობლემები შეექმნება. ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მანდატს გამიუქმებენ და გამოვდივარ”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა