ზურაბ ჯაფარიძე - ახალი ტექნოლოგიები შეშინებას, შანტაჟს და მოსყიდვას ვერ გამორიცხავს, მაგრამ ამ სისტემების დანერგვა ოქტომბრის არჩევნებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია

ამ სისტემების დანერგვა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ან ფინანსების თვალსაზრისით არაფერი რთული აქ არ არის, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ამ წუთებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.

მისივე თქმით, ახალი სისტემების დანერგვა არ ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების ყველა გზა იქნება დაცული, თუმცა უბნის შიგნით გაყალბება ფაქტობრივად გამოირიცხება.

„ახალი ტექნოლოგიებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თვალყური ადევნოს არჩევნების დღეს თითოეული ბიულეტენის მოძრაობას, შეუძლებელი იქნება ბიულეტენის უბნიდან გატანა ან ჩაყრა, რადგან ნებისმიერ მსგავს ფაქტს სისტემა აწითლებს და ნათელი ხდება. ყველანაირი ტიპის „კარუსელი“ პრაქტიკულად არის გამორიცხული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების ყველა გზა იქნება დაცული, უბნის შიგნით ამ შიდა სისტემაში გაყალბება ფაქტობრივად იქნება გამორიცხული. ცხადია, შეშინებას, შანტაჟს და მოსყიდვას ეს სისტემები ვერ გამორიცხავს, მაგრამ ამ სისტემების დანერგვა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ან ფინანსების თვალსაზრისით არაფერი რთული აქ არ არის, პროტოტიპები მზად არის, მხოლოდ დაფინანსება სჭირდება. პლანშეტები არის საყიდელი და კომისიის წევრებმა არსებულ პროცედურებს უნდა ჩაამატონ ორი პროცედურა”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა