გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველო 2 კვირის განმავლობაში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ხოლო ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მოქალაქეები წერილის/საჩივრის გაგზავნას, ანგარიშების წარდგენას, საჯარო ინფორმაციის მიღებას და სხვა სერვისების გამოყენებას ელექტრონული ფოსტის - info@des.gov.ge მეშვეობით შეძლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა