ამირან სალუქვაძე - გახსოვთ პრემიერის ვიზიტების თანმიმდევრობა, ბაქო, ერევანი, ანკარა, მანამდე ბრიუსელი, მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას

დღეს რაც მოხდა, განცხადებები სამთავრობო წყაროებზე ვრცელდება, ზუსტად ისაა, რაც მიუთითებს საქართველოს როლის ზრდაზე როგორც რეგიონულ პროცესებში, ასევე სამეზობლო პოლიტიკაში, - ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

ამირან სალუქვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით და აშშ-ის ჩართულობით დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, ესაა ნდობის განმტკიცება უშუალო მეზობლებთან და რეგიონის გარე აქტორებთან.

„თქვენ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტის ერთი ფრაზა გამოვყავი - "საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღები". დახვედრის დეტალებზე მეც ვწერდი და აქტიურადაც გაშუქდა (თუმცა ყველა მედიამ არ შეამჩნია). დღეს რაც მოხდა, განცხადებები სამთავრობო წყაროებზე ამ წუთებში ვრცელდება, ზუსტად ისაა, რასაც ეს ფრაზა ასახავს და რაც მიუთითებს საქართველოს როლის ზრდაზე როგორც რეგიონულ პროცესებში, ასევე სამეზობლო პოლიტიკაში. ესაა ნდობის განმტკიცება პირველ რიგში ჩვენს უშუალო მეზობლებთან და რეგიონის გარე აქტორებთან.

ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, აზერბაიჯანის მხარემ, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთს გადასცა 15 ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები. თქვენ გახსოვთ პრემიერის ვიზიტების თანმიმდევრობა, ბაქო, ერევანი, ანკარა, მანამდე ბრიუსელი. ამ ვიზიტების შედეგიცაა ნდობის გაღრმავება. ღარიბაშვილი, როგორც განცხადებებშია აღნიშნული, უშუალოდ იყო კავშირზე როგორც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან. მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონში, ნდობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მხარე უკვე გამოეხმაურა დღევანდელ ფაქტს და მადლობა გადაუხადეს ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მისი როლისთვის აღნიშნულ მოლაპარაკებაში. იმედი მაქვს სხვა, ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებებითაც ასევე აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებთ”,- აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა