სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას ამ ზომების მისაღწევად შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის - ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს. ამერიკის შეერთებული შტატები სიხარულით უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს და გამოთქვამს იმედს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება შემდგომ თანამშრომლობას. ჩვენ კვალავაც მოვუწოდებთ ყველა დაკავებულის დაბრუნებისკენ და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაგვარონ გადაუჭრელი საკითები. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, რათა განიხილონ კონფლიქტის ამომწურავი პოლიტიკური მოგვარების საკითხი“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე