ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევით ჩვენი ძმები დაბრუნდნენ

სომეხი სამხედრო ტყვეები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა, უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მისი მომხრეების შეკრებაზე, გავარში განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღის წინ შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, რომელმაც მასთან ისაუბრა სახელმწიფო მდივნის მიერ მისთვის მიცემულ მითითებაზე, რომ მიაღწიოს გარღვევას სამხედრო ტყვეების საკითხთან დაკავშირებით.

რიკერმა განაცხადა, რომ თუკი სომხეთის მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის, მაშინ აშშ მზად არის ჩაერთოს პროცესში. ფაშინიანმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენი ძმები დაბრუნდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევის დახმარებით. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით გადავიდნენ, იქიდან კი - ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოვიდნენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან სამხედრო მოსამსახურეთა ახლობლებს მოუწოდა, ნუ მოაწყობენ აჟიოტაჟს, ნება დართონ ჯერ გაიარონ სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი, ჰპირდება, რომ მათ შეხვედრის ორგანიზებას განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა