ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად ლიბანის პრეზიდენტი გაერო-ს დახმარებას სთხოვს

ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარებას სთხოვს.

პრეზიდენტის თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია, რომლის დასაძლევადაც ლიბანს მეგობარი ქვეყნების დახმარება ესაჭიროება.

მიშელ აუნის თქმით, მდგომარეობის გაუარესება დედაქალაქ ბეირუთში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ, კორონავირუსის პანდემიამ და ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების შედინებამ განაპირობა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიიდან ლტოლვილთა ლიბანში გადასვლა განუწყვეტილივ მიმდინარეობს და ამის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლიბანში 1.8 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა