ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკების ძალიან მცირე ნაწილი გადასცა

სომხეთმა აზერბაიჯანს ძალიან მცირე ნაწილი გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკებისა და მზად არის შემდგომი განხილვებისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ზოგიერთმა ოპოზიციურმა წრეებმა დაიწყეს საუბარი, რომ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადავეცით აზერბაიჯანს და რომ შესაძლებელი იყო ჩვენი ყველა სამხედრო ტყვის დაბრუნების უზრუნველყოფა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გადავეცით რუკები, მაგრამ ეს არის მცირე ოდენობა იმ რუკებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში ჩვენ გავცვალეთ ასეთი რუკები და ეს დანაღმული ტერიტორიების ის რუკებია, რომლებიც აზერბაიჯანის ზურგში მდებარეობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სომხეთისთვის პრიორიტეტულია.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე. ამისთვის აუცილებელია რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხი. ჩვენ რუსეთთან გავაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში. დღეს ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენ რუს პარტნიორებთან იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც სოტკ-ხოზნავარის სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა