საქართველოს მედიაციით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

უცხოური მედია საქართველოს მედიაციით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა.

„97000 ნაღმის რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანის საგარეო საქმე სამინისტროს თანახმად, შაბათს აზერბაიჯანმა გაათავისუფლა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს დატყვევებული 15 სომეხი სამხედრო.

სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი უპასუხებს კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო დაიწყო 2020 წლის სექტემბერში, 6 კვირის განმავლობაში 6000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

ომი დასრულდა ნოემბერში, როცა რუსეთის შუამავლობით გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ შეთანხმების საფუძველზე, სომხეთმა დათმო მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელთაც ის ათწლეულობით აკონტროლებდა.

ერთი დღის შემდეგ სომეხმა სამხედროებმა ორჯერ გახსნეს ცეცხლი მეზობლის მიმართულებით. „აგდამის რაიონში [ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს დაუთმო] 97000 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 სომეხი ტყვე“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე მადლობა მოახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატ ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და შვედეთს, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, მოლაპარაკებებში წვლილის შეტანისთვის.

ღარიბაშვილის აპარატის განცხადების თანახმად, სომეხი ტყვეები „საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“ და რომ „გადაიდგა განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნულია „დეილი საბაჰის“ სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის განცხადებით, შაბათს ხსენებული შეთანხმების გაცხადებამდე შარლ მიშელი „სომხეთსა და აზერბაიჯანთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობდა საჭირბოროტო ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, კერძოდ კი პარალელური ჰუმანიტარული ნაბიჯების უზრუნველყოფაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება ამ ფაქტს, როგორც პირველ ნაბიჯს ნდობის აღდგენისკენ; ევროკავშირი მზადაა ამ ძალისხმევის სრული მხარდაჭერისთვის“.

მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში ნაღმებისგან დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი მებრძოლი, 18 სამოქალაქო პირი, ასევე დაშავდა 110 ადამიანი. მხოლოდ გასულ კვირაში დაიღუპა 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, როცა მათი ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ ამ ტიპის იარაღს 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის დროს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთმა განახორციელა მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ კონფლიქტმა იმსხვერპლა დაახლოებით 30 000 ადამიანის სიცოცხლე“, - აღნიშნულია "დეილი საბაჰის" სტატიაში.

ამასთან, აღნიშნულ საკითხს ასევე “ფრანს 24” ეხმიანება.

როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხოლო ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

“აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შაბათს აზერბაიჯანმა გაათავისუფლა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს დატყვევებული 15 სომეხი სამხედრო.

სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი უპასუხებს კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით”, - წერს გამოცემა. სტატიის ავტორის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, 6 კვირის განმავლობაში 6000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ომი ნოემბერში დასრულდა, როცა რუსეთის შუამავლობით გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”, - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, შეთანხმების საფუძველზე, სომხეთმა დათმო მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელთაც ის ათწლეულობით აკონტროლებდა.

ავტორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ შაბათს „აგდამის რაიონში [ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს დაუთმო] 97000 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღდმეგო ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სომეხი ტყვე გადასცა. სამინისტრომ ასევე მადლობა მოახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატ ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და შვედეთს, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, მოლაპარაკებებში წვლილის შეტანისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ჩვენი ქართველი ძმებისა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი ძმები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე განცხადებით, მან მანამდე „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეშვეობით“, მიაწოდა „აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკების გარკვეული რაოდენობა“.

ღარიბაშვილის აპარატის განცხადების თანახმად, „გადაიდგა განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად“.

ავტორი ასევე წერს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის განცხადებით, ხსენებული შეთანხმების გაცხადებამდე, შარლ მიშელმა იშუამავლა „პარალელური ჰუმანიტარული ნაბიჯების“ მისაღწევად.

მიშელის თანახმად, ეს იყო „პირველი ნაბიჯი ნდობის აღდგენისკენ და ევროკავშირი მზადაა ამ ძალისხმევის სრული მხარდაჭერისთვის“.

ავტორის თქმით, ამ ნაბიჯს ასევე მიესალმება რუსეთი, რომელმაც ყარაბაღში მშვიდობისმყოფელები გააგზავნა.

„შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ნაბიჯებს“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

“მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში ნაღმებისგან დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი მებრძოლი, 18 სამოქალაქო პირი, ასევე დაშავდა 110 ადამიანი.

1990-იანი წლების სისხლიანი კონფლიქტის დროს, ეს ტერიტორიები დაინაღმა როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური სამხედრო ძალების მიერ.

დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა გასული წლის მაისში, როცა სომხეთმა დაადანაშაულა აზერბაიჯანი [სომხეთის] სამხრეთის საზღვრის გადმოკვეთაში, ორი ქვეყნის საზიარო ტბის „ალყაში მოქცევის“ მიზნით.

იმ პერიოდში ფაშინიანმა სამხედრო დახმარება ითხოვა რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან.

მოსკოვმა გამოხატა მეზობელთა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში დახმარებისთვის მზადყოფნა.

მაისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ოდნავ მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საზიარო საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციასთან დაკავშირებით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები, მთიან ყარაბაღში გამოეყვნენ აზერბაიჯანს, ხოლო კონფლიქტმა, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვა, იმსხვერპლა დაახლოებით 30000 ადამიანის სიცოცხლე”, - წერს გამოცემა “ფრანს 24”.

შეთანხმებას ეხმაურებიან ესპანურენოვანი გამოცემები, რომლებიც ავრცელებენ აზერბაიჯანის საგარეოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ესპანურ ენაზე , მათ შორისაა “ევროპაპრესი“, „ელ მუნდო“, „ელ პაისი“ და სხვები.

"ლე ფიგარო" კი წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა

სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.

“შაბათს,აზერბაიჯანმა, სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ტყვეობაში ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემოდგომაზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონტროლისთვის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა.

„აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 ტყვე, რომლებიც დააკავეს აგდამის რაიონში 97,000 ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმების რუკის სანაცვლოდ”- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპულ საკითხებში ფილიპ რიკერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ მინისტრისპრეს-სამსახურის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ; “სომეხი ტყვე ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიყვანეს და შემდეგ სომხეთში გაგზავნეს”.განცხადების მიხედვით, აღნიშნულით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესებისკენ.ავტორი წერს, რომ შარლ მიშელი შაბათს გამოცხადებული შეთანხმების წინ "მჭიდრო კავშირში იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმება "პირველი ნაბიჯის გადადგმას ნდობის აღდგენისკენ, რომლის მხარდასაჭერადაც ევროკავშირი გამოთქვამს სრულ მადყოფნას“.

აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება რუსეთიც, რომელმაც რეგიონში მშვიდობისმყოფელები განალაგა: “შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს“-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ხაზაროვამ.

ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის მაღალმთიანი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა კავშირში.

“აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, ნაღმების აფეთქებების შედეგად მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 110 ადამიანი დაშავდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ნაღმები, მათ შორის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ.ბოლო კონფლიქტმა, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ექვსი კვირის განმავლობაში 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტი დასრულდა ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთის ეგიდით და დაადასტურა სომხეთის მარცხი, რის შემდეგაც სომხეთი იძულებული გახდა დაეთმო აზერბაიჯანისთვის ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებდა სამი ათწლეულის განმავლობაში”-წერს ავტორი.

წამყვანი არგენტინული გამოცემა La Nación-ის სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს წარმომადგენლების შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 "ტყვე" გადასცა, ხოლო უფრო ქვემოთ ციტირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოხატული მადლობა ჰუმანიტარული აქციის მხარდაჭერისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა