ქუთაისში დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონი გაიხსნა

ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონი მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს.

„ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღია სპორტული მოედნის მოწყობა, დასახლებაში მცხოვრები დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, მცირე მასშტაბის, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 4 განხორციელდება. სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში მინის სტადიონი გაიხსნა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა