რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 14 723 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 208 687-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 357 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 126 430-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.8 მილიონი ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.