„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ვიმუშავებთ ერთობლივად კერძო სექტორებთან, რათა „დიდი ოცეულისა“ და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მომდევნო თვეების მანძილზე ვაქცინებზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ კომუნიკეში.

გამოცემის ინფორმაციით, დანარჩენი მსოფლიოსთვის 700 მილიონი დოზის განაწილება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ კორონავირუსის პანდემია გლობალური მოვლენაა და ის მთელს მსოფლიოში ერთობლივად უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ კოვაქსის პლატფორმის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე ღარიბი ქვეყნები ვაქცინების 2 მილიარდამდე დოზას წლის ბოლომდე მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო