Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინების 2.33 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც, პლანეტის მოსახლეობის 15.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.33 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 15.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 35.9 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე მეტი 863 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 308 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 295 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 252 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 24%, აშშ-ში კი - 43.1%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს