სომხეთის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარემ ძალადობრივი რიტორიკის გამო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა მოსთხოვა

სომხეთის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარემ არა ზოგრაბიანმა ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესთავაზა, მიმართოს სასამართლოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაციიდან მოხსნას.

ზოგრაბიანმა ფაშიანიანი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ძალადობისკენ მოწოდებებში დაადანაშაულა.

საარჩევნო კომისიის სხდომაზე ზოგრაბიანმა ნიკოლ ფაშინიანის მისვლაც მოითხოვა, რათა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი სიტყვები განმარტოს.

ფაშინიანის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ პარტიის ლიდერის რიტორიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც დაპირება, რომ მოხდება დამნაშავეთა დასჯა.

კომისია აპირებს შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომელიც ადვოკატთა პალატის თავმჯდომარემ კომისიას წარუდგინა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა