ანონსი 14 ივნისი

14 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

14 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები "სინოვაკის" ვაქცინით აიცრებიან.

მის: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო.

14 ივნისს, 10:30 საათზე, ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები "სინოვაკის" ვაქცინით აიცრებიან.

მის: ბათუმი, თამარის დასახლება, ტბეთის ქ.N4

14 ივნისს, 11:30 საათზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები "სინოვაკის" ვაქცინით აიცრებიან.

მის: ბათუმი, რესპუბლიკური საავადმყოფო.

14 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

14 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

14 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

14 ივნისს, 11:00 საათზე, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის (IDSD) მიერ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) შესრულების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება .

მის.: ქ.თბილისი, კოსტავას ქუჩა N14 (სასტუმრო სტამბას ღია სივრცეში).

საკონტაქტო: ნათია იმნაძე - 599 99 78 08; ნინო ერემაშვილი - 599 54 55 19

14 ივნისს, 11:00 საათზე, სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი).

14 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი, საფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: „საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება: საქართველოს როლი კავკასიაში და რეგიონში დასავლეთის გავლენების ზრდა. რუსეთი ერთადერთი შუამავლის სტატუსს კარგავს. დღეს ნატოს სამიტი იხსნება - რას ელის საქართველო სამიტიდან“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული).

14 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.თემა: „საქართველოს პრემიერის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება: საქართველოს როლი კავკასიაში და რეგიონში დასავლეთის გავლენების ზრდა. რუსეთი ერთადერთი შუამავლის სტატუსს კარგავს. დღეს ნატოს სამიტი იხსნება - რას ელის საქართველო სამიტიდან.“

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ივნისს, 12:00 საათზე, ქართველი ხელოვანები პრესკონფერენციას გამართავენ და ქართულ მედიას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან წარსადგენ კოლექტიურ მიმართვას გააცნობენ. მონაწილეები: დათო ევგენიძე, ეკა კახიანი, რომა რცხილაძე, ზუკა ხუციშვილი, გია ნიკოლაძე, ერეკლე გეწაძე.

საკონტაქტო: დათო ევგენიძე – 598 900 000

მის: ავლაბარი, გიორგი წერეთლის 20. სასტუმრო ,,გალერი ინ’

14 ივნისს, 13:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრებიან.

14 ივნისს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმრთება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისი გახსნის, დამსწრეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაური.

მის: ქუთაისი, ცისფერყანწელების N9)

14 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტულ-შემეცნებითი ონლაინ ოლიმპიადა 2021-ის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო : 599 58 00 01

14 ივნისს, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, გაზზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას გააპროტესტებენ, ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან სემეკ-ისკენ გაემართება, შემდეგ მთავრობის აქცია კანცელარიასთან გაიმართება.

მის: რესპუბლიკის მოედანი

14 ივნისს, 14:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

14 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რუმს თბილისის” საკონფერენციო დარბაზში, იდეების კონკურსის „GreenOvation” საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება. საკონტაქტო პირი: თამარ კიკაჩეიშვილი 577 15 44 62

14 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის დარბაზი.

14 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

14 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

14 ივნისს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეხვედრა გაიმართება ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

14 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშს წარუდგენს.

მის: ორბელიანის მოედანი

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი 555 38 22 04

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა