ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტზე - არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არსებობს ”გარანტია” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქცევის შეცვლის. მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელთა გამოყენებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია.

”არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის ქცევა”, - თქვა ბაიდენმა და დასძინა: ”ავტოკრატებს აქვთ უზარმაზარი ძალა და მათ არ სურთ უპასუხონ საზოგადოებას".

კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს, რომ პუტინი არ შეცვლის ქცევას აშშ-ს ყველა ქმედების საპასუხოდ, ბაიდენმა სიცილით უპასუხა: "ის ვლადიმერ პუტინია".

”მე ამაზე მეტს არ ვიტყვი, რადგან მასთან ჯდომა მომიწევს, მაგრამ სიამოვნებით ვისაუბრებ ამის შემდეგ”, - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის შეფასებით, რუსეთი ეწევა საქმიანობას რაც "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს".

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას ამხნევებს პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა კიბერდამნაშავეების ექსტრადირებისთვის, თუ შეერთებულმა შტატებმაც იგივე გააკეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა