ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მხარდაჭერით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რამაც აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება გამოიწვია

ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რასაც ხელი შეუწყო საქართველომ და რამაც აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლება და სომხეთის მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ჟოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას და ყველა სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას.

"ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის ჩამოყალიბების ჟესტები ბაქოსა და ერევანის მიერ, რომელიც, იმედია, გზას გახსნის მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ, აგრეთვე დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდეს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ევროკავშირი მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას მოითხოვს.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია, სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას სომხეთსა და აზერბაიჯანში, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო