ჯო ბაიდენი - მოუთმენლად ველი პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან თანამშრომლობას -  ისრაელს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს

ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს იაირ ლაპიდს და ისრაელის ახალი მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის უსაფრთხოების დაცვის ურყევ მხარდამჭერად რჩება.

„მოუთმენლად ველი პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეტთან თანამშრომლობას, რომ გავაძლიეროთ ჩვენს ორ ერს შორის მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობის ყველა ასპექტი. ისრაელს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. შეერთებული შტატები ისრაელის უსაფრთხოების დაცვის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ჩემი ადმინისტრაცია სრულად არის მზად ისრაელის ახალ მთავრობასთან მუშაობისთვის, რათა ისრაელელების, პალესტინელებისა და მთელი რეგიონის ხალხის უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის კუთხით წარმატებას მიაღწიოს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა. ისრაელის „ქნესეთში“ ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი - წინააღმდეგ წავიდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს