თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს აქვს მიღებული

თურქეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დაახლოებით 33.7 მილიონი დოზაა გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში, სადაც დაახლოებით 83.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის თითქმის მეოთხედს აქვს მიღებული, 13.7 მილიონი მოქალაქე კი სრულად არის ვაქცინირებული.

თურქეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 48 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი