მარინა კალიურანდი - მივესალმები 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას - გმადლობ საქართველო, ამ ნაბიჯის ხელშეწყობისთვის

მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას და სომხეთის მხრიდან აღდამის რეგიონის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ის მადლობას უხდის საქართვლოს, ამ პროცესის ხელშეწყობისთვის.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა,“- წერს ევროპარლამენტარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა