ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე დასასწრებლად ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-სა და ევროკავშირის სამიტების წინ ბრიუსელში ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი დღეს ნატო-ს დანარჩენი 29 წევრი ქვეყნის ლიდერებთან 3-საათიან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, სხვა თემებთან ერთად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. ოთხშაბათს კი ის ჟენევაში ჩავა და რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

ჯო ბაიდენი ბელგიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა, სადაც ის „დიდი შვიდეულის“ სამდღიან სამიტში მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა