ინდოეთში კორონავირუსის 70 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია მარტის შემდეგ

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 70 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია 31 მარტის შემდეგ, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 3 921 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში 29.51 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 374 000-ს აჭარბებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა